20.00

Lisi Wonderland: Chapter #5

შაბათი, 17 აპრილი 20:00

Lisi Wonderland

აღწერა

ინფორმაცია 12 და 19 სექტემბერს Lisi Wonderland-ში დაგეგმილი ივენთების შესახებ.


მეგობრებო,


როგორც უკვე იცით, დღეიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია კულტურულ ღონისძიებებზე 200-კაციანი შეზღუდვის შესახებ.


სამწუხაროდ, სახელმწიფოს არანაირი წინასწარი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან არ ჰქონია, რაც დიდ უპასუხისმგებლობად და უსამართლობად მიგვაჩნია.


სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდით ძალიან რთულ ვითარებაში და დავიწყეთ ფიქრი, რა მოგვეხერხებინა საიმისოდ, რომ თვეების შრომა წყალში არ ჩაყრილიყო.


ჩვენ ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას თქვენი, როგორც Lisi Wonderland-ის ერთგული სტუმრებისა და, რასაკვირველია, არტისტების წინაშე, ამიტომაც, მივიღეთ ის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ასეთ ვითარებაში შეგვეძლო, რომ მიგვეღო და ორივე ივენთი (12 და 19 სექტემბერი) გადავდეთ 2021 წლის აპრილში. ივენთების ახალი თარიღებია - 17 და 24 აპრილი.


უკვე შეძენილი ბილეთების დაბრუნება შეგეძლებათ 24 სექტემბრის ჩათვლით tkt.ge-ზე.


ამისათვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულს, რომელიც გადმოგეგზავნათ მეილსა და მობილურის ნომერზე ბილეთის შეძენისას, სადაც დღეიდან (10 სექტემბრიდან) 24 სექტემბრის ჩათვლით გააქტიურდება თანხის დაბრუნების ღილაკი.

•••

შაბათი, 17 აპრილი 20:00

Lisi Wonderland

₾ 20.00