აკუსტიკური ფესტივალი კერა მცხეთაში 26.09

აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა

აღწერა

აკუსტიკური მუსიკის ფესტივალი კერა არის ახალი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი მცხეთაში.

26-27 სექტემბერს მცხეთაში, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, მტკვრის პირას, ახალ და ულამაზეს სივრცეში - ქართული პიკნიკი, საინტერესო მუსიკასთან ერთად დაგხვდებათ ცივი ლუდი და მრავალფეროვანი, გემრიელი საჭმელი.

ფესტივალი ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყვლა რეკომენდაციის დაცვით. ღონისძიების სტრუმრებს, გვინდა ვთხოვოთ, დაიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა, დავემორჩილოთ არსებულ წესებსა და რეგულაციებს, რადგან მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ამ რთულ პერიოდში სასიამოვნო დროის გატარებასთან ერთად, მხარი დავუჭიროთ ქართველ არტისტებს და ჩავატაროთ პირველი აკუსტიკური ფესტივალი მცხეთაში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე თითო დღეს დასწრება შეეძლება მცხოლოდ 111 ადამიანს.


ბილეთები შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ: tkt.ge

26 სექტემბრის განრიგი კი ასეთია:


Windshild - 19:00

Hobby Band - 20:30

მწვანე ოთახი - 22:00


12 წლამდე ბავშვებისთვის შემოსვლა უფასოა.


ბილეთის ფასი: 25 ლარი

•••

საშვი