აურზაური არაფრის გამო

აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა

აღწერამუსიკალური წარმოდგენა მოზარდმაყურებელთა თეატრი
რეჟისორი - დიმიტრი ხვთისიაშვილი

აურზაური არაფრის გამო

უილიამ შექსპირის კიდევ ერთი შესანიშნავი კომედია „აურზაური არაფრის გამო“ მოგვითხრობს სიყვარულისა და სიძულვილის, კეთილისა და ბოროტის უხსოვარი დროიდან ჩასახულ კონფლიქტზე, რომელშიც სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად.
გასტროლიორ მსახიობთა დასის წევრები მაყურებლის თვალწინ ინაწილებენ როლებს, კინკლაობენ, იბრძვიან ტექსტისთვის, „ითავისებენ სახეებს“, რასაც მეტი სიხალისე და თეატრის კულისებს მიღმური ინტრიგა შემოაქვს სპექტაკლში.
თეატრი ამ სპექტაკლით თავის ახალგაზრდა მაყურებელს მოუწოდებს, რომ არასოდეს მიიღონ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებანი, ნურასოდეს შეიტანენ ეჭვს და უნდობლობას საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებში, გულწრფელნი და გულახდილნი იყვნენ, რათა არც თვითონ იტანჯონ და არც უძვირფასეს არსებებს მიანიჭონ ტკივილი და უნდობლობით გამოწვეული შეურაცჰყოფა.

მონაწილეობენ:
ნიკოლოზ ფაიქრიძე, ვანო დუგლაძე, გიორგი ჯიქურიძე, ნიკოლოზ
ნანიტაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, გიორგი შავგულიძე, შალვა ანთელავა, დავით
ხახიძე, ვახტანგ ნოზაძე, რატი გოგუაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ნინო შუშიაშვილი, ნინო
მუმლაძე, თამარ ტყემალაძე.

ხანგრძლივობა: 2 სთ
•••

საშვი