სალხინოს კამერატა / კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

შაბათი, 26 სექტემბერი 18:00

აღწერა

მუსიკალური ფესტივალი იმ ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელსაც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართველმა და ფრანგმა დიდგვაროვნებმა - დადიანებმა და მიურატებმა მარტვილში, სალხინოს საშემოდგომო რეზიდენციაში საფუძველი ჩაუყარეს. აღნიშნული სასახლე დიდგვაროვანთა კულტურულ-სალონური შეხვედრებისა და წვეულებების ადგილს წარმოადგენდა.

2015 წლიდან კი სასახლე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის საკონცერტო საღამოები რეზიდენციის ორსაუკუნოვანი ჭადრების ხეივანში - ღია ცის ქვეშ, და მიურატების მიერ აგებულ ამავე პერიოდის მარნის ღვინის დარბაზში იმართება.

სალხინოს საშემოდგომო სასახლე სამეგრელოს რეგიონში ტურისტულად მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს. როგორც ფესტივალში მონაწილეთათვის, ისე მსმენელისთვის, სასიამოვნო განწყობის უმთავრეს ფაქტორად, მუსიკასთან ჰარმონიულობაში მყოფი გარემო წარმოადგენს.

„სალხინოს კამერატა“ სამეგრელოს რეგიონში კლასიკური მუსიკის ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია.

ორი დაუვიწყარი საღამო სალხინოს სასახლის ხეივანში

26-27 სექტემბერი.

18.00 საათი

26 სექტემბერი

კამერულ- ინსტრუმენტული მუსიკა:

ანა ყიფიანი

ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი

27 სექტემბერი

ქართული რომანსის საღამო

The Quintessence

ეკა მამალაძე

ნუკრი კაპანაძე

გიორგი სუხიტაშვილი

ნინო გულიაშვილი

•••

₾ 11.00 - 16.00

26 სექტემბერი, 18:00

სალხინოს კამერატა / კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

სალხინოს დადიანის რეზიდენცია

27 სექტემბერი, 18:00

სალხინოს კამერატა / კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

სალხინოს დადიანის რეზიდენცია